დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და რუსეთში აშშ-ს საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ. საელჩოს განცხადებით, ექსტრემისტები მოსკოვში დიდ შეკრებებზე თავდასხმას გეგმავენ.
რუსეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით რჩევა კი მე-4 დონეზეა - არ იმოგზაუროთ.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სიტუაცია რუსეთში არაპროგნოზირებადია. მათი თქმით, ტურისტული დაზღვევა შეიძლება გაუქმდეს, თუ ბრიტანელები რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრებიან.