მექსიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც 2014 წელს მექსიკაში 43 სტუდენტის გაუჩინარებას აპროტესტებდა.
მომიტინგეებმა პრეზიდენტის სასახლის კარი სახელმწიფო ელექტროკომპანიის თეთრი პიკაპის გამოყენებით შეამტვრიეს. ამ დროს შენობაში პრეზიდენტი პრესკონფერენციას მართავდა.
შემთხვევის ადგილზე მყოფმა პოლიციამ მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, სასახლის შიგნით ბარიერები აღმართეს, რათა მომიტინგეების შტურმისთვის შეეშალათ ხელი.
მოგვიანებით მომიტინგეები დაიშალნენ.