სავაჭრო გემის მრავალეროვანი ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, როცა ადენის ყურეში იემენელი ჰუსიტების მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ლიბერიის კუთვნილ გემს მოხვდა. ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. რაკეტის დარტყმამ გემს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
20-კაციანი ეკიპაჟის დანარჩენი წევრების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ოთხშაბათს აშშ-ს სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ განახორციელეს დარტყმები ორ უპილოტო საფრენ აპარატზე იემენის ჰუსიტების მიერ კონტროლირებად რაიონში, რომელიც გარდაუვალ საფრთხეს უქმნიდა რეგიონში სავაჭრო და აშშ-ს საზღვაო ძალების გემებს.
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას არ დაუკონკრეტებია იყო თუ არა წარმატებული მიყენებული დარტყმები.