გიორგი შერმადინი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ცენტრად დასახლედა

06 მარტი 2024, 08:01 308 ნახვა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასული კლუბების მწვრთნელებმა ლენოვო ტენერიფეს ქართველი ლეგიონერი გიორგი შერმადინი ტურნირის საუკეთესო ცენტრად დაასახელეს. ჩემპიონთა ლიგამ შეჯიბრს შემორჩენილი 16 გუნდის დამრიგებელი მეორე წრის დაწყებამდე გამოკითხა.

შერმადინმა გამოკითხვაში 36.4% მიიღო. ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა თურქული პინარ ქარშიაქას ვერნორ ქარის, მესამე ადგილზე კი ასევე თურქული თოფაშის ცენტრი ოსტინ ვილი გავიდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში