ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, – რჩეულები ინტერნეტპორტალმა „ვუსკორედ“შეარჩია. ანალიტიკურმა საფეხბურთო ვებგვერდმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს „ნაპოლი“-„იუვენტუსის“ მატჩში რვა ქულა დაუწერა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
საქართველოს ნაკრების შემტევმა „ნაპოლი“-„იუვენტუსის“ მატჩში ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო გახსნა და გუნდს მოგებაში დაეხმარა.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ცხრა გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა.