8-10 მარტს ავსტრიის ქალაქ ლინცში გასამართ ძიუდოს გრანპრიზე საქართველოს ნაკრების რვა სპორტსმენით იასპარეზებს. ტატამზე ირაკლი კუპატაძე, თენგო ზირაქაშვილი, ირაკლი ბეროშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, სოსო ებილაშვილი, მიხეილ ჯაფარიძე, უჩა ტაბატაძე და გურამ თუშიშვილი იჭიდავებენ.