მედვედევი ევროკავშირის ქვეყნების ელჩების რუსეთიდან გაძევებით იმუქრება

05 მარტი 2024, 12:26 400 ნახვა

ევროკავშირის სახელმწიფოების ელჩების რუსეთიდან გაძევების ინიციატივით გამოდის დიმიტრი მედვედევი. მისივე თქმით, რუსეთმა ამ სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე უნდა დასწიოს. „ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უარი თქვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე. თითქოს, ბრიუსელის რჩევის გამო. ეს თავად დიპლომატიური მისიის არსებობისა და ელჩების დანიშვნის იდეას ეწინააღმდეგება. სინამდვილეში, ყველა ეს ელჩი უნდა გაყარონ რუსეთიდან, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დონემ უნდა დაიწიოს“, - წერს მედვედევი სოციალურ ქსელ იქს-ში. ამას წინ უძღოდა ლავროვის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ევროკავშირის ელჩები შეხვედრაზე მიიწვია, თუმცა, მათგან უარი მიიღო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში