ტრაგედია თერჯოლის მუნიციპალიტეტში. სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, კაცს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები წყალში მის დასახმარებლად ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სოფელ საზანოში მცხოვრები მამა-შვილი და სტუმრად მყოფი ორი ახალგაზრდა გოგო.
მოხერხდა ერთი ადამიანის გადარჩენა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.