ნიდერლანდებსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების სფეროში ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას ითვალისწინებს.
ნიდერლანდების პრემიერ მინისტრის განცხადებით, შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი სრულად უჭერს მხარს უკრაინის სამშვიდობო გეგმას სრულმასშტაბიანი ომის დასრულების შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კი ქვეყანა ნიდერლანდებისგან სამხედრო თვითმფრინავების ნაწილს მიმდინარე წელს ელოდება.
უსაფრთხოების ხელშეკრულება უკრაინისთვის 2024 წელს 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს.