საქართველოს ტურისტულ პოტენციალს იტალიელი ჟურნალისტები ეცნობიან

02 მარტი 2024, 11:44 437 ნახვა

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს იტალიელი ჟურნალისტები ეცნობიან. გავლენიანი იტალიური მედიის ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების,  ზამთრის კურორტების,  მესტიაში მიმდინარე ფრირაიდის მსოფლიო ტურისა და თბილისის შესახებ რეპორტაჟებს და სტატიებს ამზადებენ.

მათ მიერ მომზადებული სიუჟეტები იტალიის წამყვანი არხების ეთერით გადაიცემა, რომელსაც მილიონობით მაყურებელი ჰყავს. მაგალითად,  Rai -ს 20 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს და 174 ქვეყანაში მაუწყებლობს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული პრესტურის მიზანია საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია იტალიასა და ევროპის ქვეყნებში.

იტალიელი ჟურნალისტები მესტიაში,  „გიზ-გიზს“ ესწრებიან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი