აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი პროგრამები 

01 მარტი 2024, 20:03 582 ნახვა

საოჯახო მეურნეობისა და სოფლად მეწარმეობის განვითარებაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს 32 მილიონ ლარიანი ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

უწყების პროგრამები და ქვეპროგრამები დღეს ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გააცნეს. ინფორმაცია მათ მინისტრმა მიაწოდა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმდინარე წელს სულ 16 პროგრამას განახორციელებს, რომლის მიზანი რეგიონში მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაა.

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში