ყველაფერი შესანიშნავადაა - ბაიდენის ექიმი 81 წლის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

29 თებერვალი 2024, 14:28 413 ნახვა

ჯო ბაიდენის  მკურნალმა ექიმმა ყოველწლიური სამედიცინო შემოწმების შემდეგ განაცხადა, რომ ბაიდენის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთების არანაირი საფუძველი არ არსებობს. იგი თავს კარგად გრძნობს და ჯანმრთელია.

სამედიცინო შემოწმების დროს ახალი პრობლემები არ გამოვლენილა. 81 წლის ბაიდენი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნოემბრის არჩევნების წინ განსაკუთრებული ყურადღების საგანია, ოთხშაბათს მერილენდის სამხედრო ჰოსპიტალში გამოიკვლიეს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში