ტეხასში ტყის ხანძარმა უკვე 500 ათასი ჰექტარი ფართობი გაანადგურა

29 თებერვალი 2024, 09:01 405 ნახვა

ტეხასის შტატში მასშტაბურმა ტყის ხანძარმა მოსახლეობა აიძულა სახლები დაეტოვებინა და თავშესაფარში გადასულიყო. თუმცა ადამიანებთან ერთად შინაურმა ცხოველებმაც შეაფარეს თავი ეკლესიას მას შემდეგ, რაც ტეხასის ისტორიაში მეორე ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა. ტყის ხანძარმა ორშაბათიდან 500 ათასი ჰექტარი ფართობი გაანადგურა - განაცხადა  ტეხასის სატყეო სამსახურმა.

ცეცხლი აღმოსავლეთის მიმართულებით ოკლაჰომის საზღვარისკენ ვრცელდება. ტყის ხანძრის მიზეზად ძლიერ ქარს,  ცხელ და  მშრალ ამინდებს ასახელებენ.

ხანძრის შედეგად დამწვარი ტერიტორია დაახლოებით ნიუ-იორკის ზომისაა.       

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში