თურქეთი უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების სტამბოლში გამართვას სთავაზობს

28 თებერვალი 2024, 21:28 278 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განაცხადებით, თურქეთი მზად არის, კვლავ უმასპინძლოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის.

ერდოღანის თქმით, ანკარა აგრძელებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მშვიდობიანი გადაწყვეტის მხარდაჭერას და მზად არის, შესთავაზოს პლატფორმა შესაბამისი „მოლაპარაკებებისთვის“.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ომის მესამე წელს ვიწყებთ და მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, მშვიდობის დამყარების მიმართულებით საკმარისი პროგრესი არ არის მიღწეული. მე ვრჩები იმის მომხრე, რომ დიპლომატიას და დიალოგს მიეცეს ომის დასრულების სამართლიანი შესაძლებლობა“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ანკარა „ძირითადად მხარს უჭერს“ უკრაინის მიერ შემოთავაზებულ „მშვიდობის ფორმულას“.

„მეორე მხრივ, ჩვენ მზად ვართ, კვლავ შემოგთავაზოთ მოლაპარაკებების მაგიდა, რომელიც ადრე მოვაწყეთ სტამბოლში მშვიდობის დასამყარებლად“, – აღნიშნა ერდოღანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში