პალესტინის პრემიერ-მინისტრი და მთავრობა გადადგნენ. „გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში სიტუაციის უპრეცედენტო ესკალაციისა და ღაზის სექტორში გენოციდისა და შიმშილის ფონზე“ - ნათქვამია შტანიეს განცხადებაში.
ეს ნაბიჯი განპირობებულია აშშ-ს მხრიდან პრეზიდენტ მაჰმუდ აბასზე გაზრდილი ზეწოლით პალესტინის ადმინისტრაციის შეცვლასთან დაკავშირებით, რადგან ღაზაში ომის შეჩერებისა და ომის შემდეგ სექტორის მართვის პოლიტიკურ სტრუქტურაზე მუშაობის მოთხოვნით საერთაშორისო ძალისხმევა გაძლიერდა.