ბუდუ ზივზივაძის მორიგი გოლი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 

25 თებერვალი 2024, 08:50 375 ნახვა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 23-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ „კაიზერსლაუტერნს“ ესტუმრა და 4:0 დაამარცხა.

ქართველი ფორვარდი არ იყო სასტარტო შემადგენლობაში. ის მოედანზე 88-ე წუთზე გამოჩნდა, სამ წუთში გოლიც გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ეს ზივზივაძის მერვე გოლია მეორე ბუნდესლიგაში.

საქართველოს ნაკრების ფორვარდს 2024 წელს 6 გოლი აქვს გატანილი - 3 ოფიციალურ მატჩებში, 3 კი ამხანაგურებში.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში