იერუსალიმში, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ, ასობით ისრაელელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით შეიკრიბა.
აქციის მონაწილეები აკრიტიკებდნენ მთავრობას და „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილი 134 მძევლის დაუყოვნებლივ დაბრუნებას მოითხოვდნენ.
დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს აკრიტიკებდნენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ადანაშაულებდნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თელ ავივში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. მათივე ცნობით, დააკავეს რამდენიმე ადამიანი.