საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში 

24 თებერვალი 2024, 10:08 749 ნახვა

ბათუმი კონტაქტურ კარატეში მორიგ საერთაშორისო ტურნირს „ხელვაჩაური ოუფენს“ უმასპინძლებს. ასპარეზობა რვიდან 17 წლამდე ასაკის ვაჟთა და გოგონათა შორის გაიმართება. შეჯიბრებაში საქართველოს გარდა ისრაელის, უკრაინის, სომხეთისა და პოლონეთის სამასამდე წარმომადგენლი მიიღებს მონაწილეობას.

ტურნირი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ტარდება. შეჯიბრების დაწყებამდე სპორტსმენებმა ერთობლივი წვრთნები გამართეს, მანამდე კი წონებიც წარმატებით ჩააბარეს.

საერთაშორისო ტურნირს კვირას ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა უმასპინძლებს. ორთაბრძოლები დილიდან დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი