ნეაპოლში მიმდინარე კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც 50 ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, წარმატებით იასპარეზა ბათუმის სპორტის სასახლის მოფარიკავემ, 16 წლის ალექსანდრა კუვაევამ, რომელმაც იანვრის ბოლოს ბუქარესტში ევროპის, შემდეგ კი თბილისში მსოფლიო თასი მოიგო.
ნეაპოლში ანასტასიამ ჯგუფურ ეტაპზე ექვსიდან ოთხ მეტოქეს სძლია, პლეი ოფში კიდევ ოთხი მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალში თავად დამარცხდა უნგრელ დოროტია კსონკასთან 11:15 და მესამე ადგილზე გავიდა.