ალექსეი ნავალნის დედის განცხადებით, მას შვილის დაკრძალვას გამომშვიდობების გარეშე სთხოვენ, რაზეც თანახმა არ არის. ლუდმილა ნავალნაია აღნიშნავს, რომ ალექსეის ცხედრის სანახავად ის მორგში საიდუმლოდ წაიყვანეს.
აქვე დაამატა, რომ გამომძიებლების თქმით, მათთვის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია და ყველა სამედიცინო თუ იურიდიული დოკუმენტი მზად აქვთ.
ალექსეი ნავალნის დედა კანონდარღვევაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გარდაცვალების სამედიცინო ცნობაზე ხელის მოწერის შემდეგ, ცხედარი უნდა გადაეცათ.