ბათუმში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით თურქეთის ქალაქ სამსუნის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე იმყოფება. მას თან ახლავს ბიზნესმენები, რომლებიც რეგიონის საინვესტიციო გარემოს ეცნობიან.
დღეს შეხვედრა გამართეს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში.
ასოციაციის თავმჯდომარემ მათ დეტალურად გააცნო ის სფეროები, სადაც თურქ ბიზნესმენებს კაპიტალის დაბანდება და წარმოების წამოწყება შეუძლიათ.
ოსმან მჟავანაძის ინფორმაციით, ქალაქ სამსუნის სავაჭრო პალატის წევრები ძირითადად სოფლის მეურნეობით ინტერესდებიან. მათ სტუმრებს უჩვენეს ასევე ვიდეო-რგოლები აჭარაზე, რათა უფრო მეტი გაეგოთ ტურისტული პოტენციალისა და სამომხმარებლო ბაზრის შესახებ.