ჩემპიონთა ლიგა  

21 თებერვალი 2024, 10:05 417 ნახვა

ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა. ყველაზე საინტერესო „ინტერის“ და „ატლეტიკოს“ დაპირისპირება იყო და მილანელებმა მოიგეს. „ნერაძური“ წყვილში ფავორიტად მიიჩნეოდა და ახლა ეს სტატუსი უფრო გაიმყარა, მაგრამ გადაწყვეტით არაფერი გადაწყვეტილა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში მარკო არნაუტოვიჩმა გაიტანა. პარალელურად, „ეინდჰოვენმა“ და „დორტმუნდმა“ ფრე 1:1 ითამაშეს.

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართება, „არსენალი“ სტუმრად „პორტუს“ ეთამაშება, „ნაპოლი“ კი „სტადიო მარადონაზე“ „ბარსელონას“ მიიღებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი