ტოკიოში უჩვეულოდ თბილი ზამთარია. იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ დედაქალაქის ცენტრში ცელსიუსით პლუს 23 გრადუსზე მეტი დააფიქსირა.
უჩვეულოდ თბილმა ამინდმა აიძულა ბევრი მკვიდრი და ქალაქის ვიზიტორი გაეხადათ ქურთუკები, როცა ისინი ნაადრევად აყვავებულ ალუბალსა და ნაყინს ფოტოებს უღებდნენ. ტოკიოში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას კვირის ბოლოს ელოდებიან.
მეტეოროლოგიური სააგენტოს პროგნოზით, შაბათ-კვირას ტოკიოში ცელსიუსით 3 გრადუსი იქნება.