ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ ღაზის სამხრეთით მდებარე საავადმყოფოში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ათი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სამხედროების თქმით, შემთხვევა ხან იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოში მოხდა და დაზვერვის ინფორმაციით, სწორედ ამ საავადმყოფოში ჰყავდა „ჰამასს“ ისრაელელი მძევლები.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის იყო 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის მონაწილე, „ჰამასის“ სასწრაფო დახმარების მძღოლი, რომელმაც მძევლები ღაზის სექტორში გადაიყვანა.