ბათუმის სამშობიარო სახლი საყოველთაო  ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშა  

16 მარტი 2017, 00:00 4075 ნახვა

ბათუმის ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლში პაციენტები სახელმწიფო დაფინანსებით ვეღარ ისარგებლებენ. საავადმყოფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშა.   პროგრამაში ჩასართავად პირველი მარტიდან  ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა.  შესაბამისი დონის მისაღებად  სამშობიაროს სახლს წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარე  უნდა ჰყავდეს და შესაბამის ხარისხობრივ  სტანდარტს აკმაყოფილებდეს. როგორც სამშობიარო სახლის პერსონალი განმარტავს,  სამედიცინო დაწესებულებაში   სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რათა ბლოკები სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდეს. დაგეგმილია აპარატურის შეძენაც. თვის ბოლოსთვის ისინი კომისიას ელოდებიან, და იმედოვნებენ, რომ კომისიის მიერ ხელახალი შესწავლის შემდეგ კვლავ შეძლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოპოვებას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი