ისრაელმა ლიბანზე დარტყმები განახორციელა - დაღუპულია რამდენიმე ადამიანი

15 თებერვალი 2024, 10:26 285 ნახვა

ლიბანში, ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, მინიმუმ 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ინფორმაციას მედია საშუალებები სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად სულ ცოტა 7 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

ამასთან, დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ სამხრეთ ლიბანში თავდასხმების დროს მათი ორი მებრძოლი მოკლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურას ჩრდილოეთ ისრაელზე ლიბანიდან განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ დაარტყა, რომელსაც ისრაელელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მძიმე მდგომარეობაა კვლავ ღაზის სამხრეთით, ქალაქ რაფაჰში. ადგილობრივი მოსახლეობა არჩევანის წინაშეა, გაიქცნენ თუ დარჩნენ თავშესაფრებში, რადგან ისრაელი სახმელეთო შეტევის გეგმაზე მუშაობს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში