სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში  დღეიდან  აჭარის განათლების სამინისტროში განცხადებების მიღება იწყება

15 თებერვალი 2024, 10:21 729 ნახვა

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში  დღეიდან  აჭარის განათლების სამინისტროში განცხადებების მიღება იწყება.  

დაფინანსების  მოპოვება  შეეძლებათ  აკრედიტებული  საგანმანათლებლო პროგრამების,  აჭარაში რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომელთა საშუალო აკადემიური მოსწრება ბოლო სემესტრში არის  მინიმუმ  71  პროცენტი. 

პროგრამაში მონაწილეობისთვის რვა კრიტერიუმია გაწერილი, მათ შორის არიან სტუდენტები სოციალურად დაუცველი ან მრავალშვილიანი ოჯახიდან, მაღალმთიანი აჭარიდან, შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირები. განცხადების მიღება 15  მარტამდე  გაგრძელდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი