ავსტრალიაში ძლიერმა ქარმა ენერგოკრიზისი გამოიწვია

14 თებერვალი 2024, 08:00 359 ნახვა

ძლიერი ქარის გამო ავსტრალიის ვიქტორიას შტატის მასშტაბით ასობით ათასი აბონენტი  ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

დაწყვეტილი ელექტროგადამცემი ხაზების გამო ხანძარიც გაჩნდა,   რომელთან ბრძოლშიც  ხუთი მეხანძრე დაშავდა. 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შტატის სამხრეთში ერთი ადამიანი  ჰაერში მფრინავი ნამსხვრევების მოხვედრის შედეგად დაიღუპა.

მელბურნის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა  შეჩერდა და დაიხურა  10 სკოლა და ათობით საბავშვო ბაღი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი