ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში 

14 თებერვალი 2024, 09:05 452 ნახვა

სოფიაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა, შოთა მიშველიძემ ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 

შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს ევროპის ჩემპიონატზე მედლები 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა, სადაც რამინ შამილიშვილმა ატაცსა და ორჭიდის ჯამში ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კიდევ ერთმა ქართველმა ძალოსანმა, გოდერძი ბერდელიძემ  გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულა. დღეს სოფიაში მხოლოდ ერთი ქართველი ძალოსანი იასპარეზებს.

67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მედლის მოპოვებას გოგა ჩხეიძე შეეცდება. მისი გამოსვლა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი