ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, 4 თებერვლის ჩათვლით, 3 ათას 533 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა,მათგან 646 მძღოლი ბათუმში.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ავრცელებს.
უწყების ინფორმაციითვე, ყველაზე მეტი ჯარიმა მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, ასეთი კი 2000-ზე მეტია.