European Best Destinations ბათუმს 2024 წლის, ევროპის 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს

13 თებერვალი 2024, 14:31 688 ნახვა

European Best Destinations ბათუმს 2024 წლის, ევროპის 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ევროპაში პოპულარული სამოგზაურო პლატფორმა მოგზაურებს 2024 წლისთვის საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, შვეიცარიის პოპულარულ მიმართულებებთან ერთად, ბათუმში მოგზაურობას ურჩევს.

აღნიშნულ რეიტინგს ისეთი პრესტიჟული გამოცემები გამოეხმაურა, როგორებიცაა: Forbes, Wanderlust და Viaggi.

„უსაფრთხო, მწვანე, მეგობრული, რომანტიკული, მდიდარი გასტრონომიით ბათუმი 2024 წლის ყველაზე მოდურ ტურისტულ მიმართულებად გვევლინება მოგზაურებისთვის, რომლებიც ევროპაში საუკეთესო ფასად საუკეთესო გამოცდილების მიღებით არიან დაინტერესებულები“, - ნათქვამია სტატიებში, რომლითაც პრესტიჟული გამოცემები Forbes, Wanderlust და Viaggi სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations-ის რეიტინგს ეხმაურებიან.

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია, ბათუმზე, როგორც მრავალი ჯილდოს მფლობელ და ევროპაში გამორჩეულ უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებაზე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში