აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ფასდაკლებების კვირეული, სახელწოდებით „დისქაუნთ ვიქი“ დაიწყო. კვირეულის ფარგლებში 2 აპრილამდე რეგიონში არსებულ ათ ბრენდულ და მაღალი კლასის სასტუმროში მომხმარებელს 40%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლია. კვირეულის მიზანია, არასეზონურ პერიოდში, შიდა მოგზაურების სტიმულირება და აჭარის პოპულარიზაცია. პროექტი აჭარაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით ხორციელდება.