ჰიუსტონში ორმა სამართალდამცავმა ლიკვიდაცია მოახდინა ქალის, რომელმაც ცეცხლი გახსნა აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ევანგელურ ლეიკვუდის ეკლესიაში.
ქალი შეიარაღებული იყო თოფით და ახლდა 5 წლამდე ბავშვი.
ინციდენტის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის ბავშვი, რომელიც მსროლელთან ერთად იმყოფებოდა.
პოლიციის განცხადებით, ამჟამად სპეციალისტები ადგენენ თავდასხმის მოტივს.