ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე თავდაცვის სამინისტროში

10 თებერვალი 2024, 11:08 362 ნახვა

თავდაცვის სამინისტროში ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს უმასპინძლეს. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან სამხედრო სფეროში  პარტნიორობის  საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე  გაამახვილეს ყურადღება  და ის  მექანიზმები მიმოიხილეს,  რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად.

საქართველოში ვიზიტის  ფარგლებში გენერალი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც ესტუმრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი