არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევა - გამოხმაურებები

09 თებერვალი 2024, 14:01 613 ნახვა

ბათუმის საკრებულოს წევრი ლევან დოლიძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანგარიშს უსაფუძვლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია ყოველწლიურად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

დოლიძე განამარტავს რომ კომპანია 20 წელზე მეტია მუშაობს და ყველა ტენდერში გამჭვირვალედ, კონკურენციის პირობებში გაიმარჯვეს.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ანზორ ბოლქვაძის განცხადებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ადგილობრივი ოფისი საკუთარი საქმიანობით იმ მინიმალურ ნდობას და სერიოზულობასაც კარგავს, რომელიც გააჩნდა.

"ეს დოკუმენტი ცალმხრივი დაშვებებით, ფაქტების ფრაგმენტირებულად გაშუქებით, თუმცა, დასკვნების გამოტანის დროს რადიკალური რიტორიკით არის გაჯერებული, რაც ამტკიცებს, რომ ტენდენციურია და ფართომასშტაბიანი ბინძური პოლიტიკური კამპანიის ნაწილია.

რეალურად, ამ ორგანიზაციის მმართველი ეკა გიგაური თავად არის კორუფციის, მრავალწლიანი ერთპიროვნული მმართველობის, პოლიტიკური მიკერძოებულობის, ნეპოტიზმისა და ანტიქართული საქმის კეთების განსახიერება, შესაბამისად, მის მიერ დაწერილ ტენდენციურ ანგარიშებს ჩალის ფასი აქვს"-აცხადებს ანზორ ბოლქვაძე.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში