გაცვლის შედეგად უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 100 მოქალაქე დააბრუნა

09 თებერვალი 2024, 10:03 381 ნახვა

გაცვლის შედეგად უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 100 მოქალაქე დააბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკისა და სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს არის 51-ე გაცვლა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობდა გაცვლის პროცესში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი