აჭარის კონტაქტური კარატეს ნაკრების მებრძოლები საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ესპანეთში, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე „ოიამას თასზე“ იასპარეზებენ.
საქართველოს ნაკრების ღირსებას აჭარიდან კიოკუშინკაი კარატეში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები დავით მსხალაძე, დათა ფუტკარაძე და მინდია მგელაძე დაიცავენ. მათ გარდა „ოიამას თასზე“ იბრძოლებს ლაშა შანთაძე. რაც შეეხება ახალგაზრდებს, ბათუმელი სპორტსმენები ტურნირზე ხუთკაციანი შემადგენლობით გამოვლენ.
აქვე გეტყვით, რომ ბათუმში იმყოფებიან და „ჩემპიონთა აკადემიაში“ საწვრთნელ შეკრებას გადიან ევროპის ჩემპიონები უკრაინიდან და ლიეტუადან რომლებიც თავიანთი ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატისთვის ლევან ცინცაძის ხელმძღვანელობით ემზადებიან.
„ოიამას თასი“ ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპია ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც მაისში ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გაიმართება.