უკრაინულმა სპეცსამსახურებმა გამოავლინეს რუსეთის ჯაშუშური ქსელი, რომელშიც უკრაინის სპეცსამსახურების ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები შედიოდნენ

06 თებერვალი 2024, 16:10 566 ნახვა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა რუსული „ეფესბეს“ ჯაშუშების ქსელი, რომელშიც უკრაინული სპეცსამსახურების მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები შედიოდნენ.

უწყების ინფორმაციით, სპეცოპერაციის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 5 ადამიანი დააკავეს. მათ შორის არიან თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს და უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლები და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამხარეო სამმართველოს მოქმედი თანამშრომელი.

გამოძიების მტკიცებით, საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი „ეფესბემ“ ჯერ კიდევ ომამდე გადაიბირა, როდესაც ის ჯერ კიდევ თანამდებობაზე იყო. მას შემდეგ ის „ეფესბეს“ ინფორმაციას აწვდიდა უკრაინული ჯარის შესახებ, ომის დაწყების შემდეგ კი უკრაინაში უცხოური შეიარაღების მიწოდების არხების შესახებ ინფორმაციის გადაცემაც დაიწყო. „ეფესბესთვის“ გადაცემული ინფორმაცია ასევე მოიცავდა საიდუმლო მასალებს როვნოს და ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურების შესახებ.

ხუთივე დაკავებულს სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი