ჰატაის ცენტრში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის პირველ წლისთავთან დაკავშირებით სტიქიის შედეგად დაღუპულები გაიხსენეს.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რამაც შეკრებილთა ნაწილის მხრიდან პროტესტი გამოიწვია. ისინი ხელისუფლებას მათი პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ და მთავრობის, პოლიციის უფროსის და ჰატაის მერის გადადგომა მოითხოვეს.
„ვინმეს ესმის ჩემი ხმა?“ - ამ შეძახილებით მომიტინგეებმა ჯანდაცვის მინისტრის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა ჩაშალეს.
სწორედ ეს სიტყვები ისმოდა ნანგრევებიდან, როდესაც მიწისძვრის შემდეგ ქალაქში დღეების განმავლობაში ოფიციალური პირებისგან დახმარებას ელოდნენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ ბევრი დაიღუპა არა ნანგრევებში, არამედ სიცივეში დიდი ხნის ლოდინის შემდეგ. 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ და მეზობელ სირიაში გაანადგურა მთელი ქალაქები.
თურქეთში 50 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 5 ათას 900 სირიაში დაიღუპა, მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.