ომი გრძელდება უკრაინაში. ოთხი სამოქალაქო პირი დაიღუპა უკრაინის სამხრეთით ქალაქ ხერსონზე რუსეთის იერიშის შედეგად. უკრაინის ძალებმა 2022 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს ხერსონი, თუმცა რუსეთის ჯარმა აღმოსავლეთით, მდინარე დნეპრის მეორე ნაპირზე გადაინაცვლა და მას შემდეგ მდინარის მეორე ნაპირიდან ქალაქს რეგულარულად იღებენ მიზანში არტილერიით და რაკეტებით, რაც დიდ მსხვერპლს იწვევს სამოქალაქო პირებს შორის. საომარი მოქმედებების პარალელურად უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს მართავს საერთაშორისო პარტნიორებთან, ამასთან სამხედრო სფეროში საკადრო ცვლილებებს გეგმავს.