სერია A-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „ვერონას“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა რომ 0:1-ს აგებდა, გამარჯვება მაინც მოახერხა.
მატჩის გმირი კი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც 87-ე წუთზე შორეული დარტყმით სამი ქულის მომტანი გოლი გაიტანა. 23 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 35 ქულა დააგროვა და სერია A-ში მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა, ხვიჩას კი მიმდინარე სეზონში ექვსი გოლი და სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
„ნაპოლი“ მომდევნო ტურში, რომელიც 11 თებერვალს გაიმართება, სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდება.