აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა იემენელ ჰუსიტებზე ერთობლივი იერიშები განახორციელეს

04 თებერვალი 2024, 11:16 498 ნახვა

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმების მორიგი სერია განახორციელეს. „ბიბისის“ ცნობით, დარტყმები იემენში 13 ადგილას 36 სამიზნეზე განხორციელდა.

მედიის ცნობით, ეს არის აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ იერიშების მესამე სერია, წითელ ზღვაში ხომალდებზე თავდასხმების საპასუხოდ. დარტყმები მხარდაჭერილი იყო ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, ნიდერლანდებისა და ახალი ზელანდიის მიერ.

პენტაგონის ცნობით, დაბომბილია იარაღის საწყობები, სარაკეტო, გამშვები და საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადარები. ასევე, დრონების მართვის ცენტრი.

„ჰუსიტების“ წინააღმდეგ ერთობლივ დარტყმებამდე, აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს, რომ აშშ-ის ძალებმა იერიში მიიტანეს „ჰუსიტების“ ექვს ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტაზე, რომლებიც მზად იყო წითელ ზღვაში გემების წინააღმდეგ გასაშვებად. ცენტრალური სარდლობის განცხადებით, რაკეტები წარმოადგენდა გარდაუვალ საფრთხეს ამერიკული სამხედრო ხომალდებისა და სავაჭრო გემებისთვის რეგიონში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი