ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

03 თებერვალი 2024, 11:09 481 ნახვა

ჩილეში ტყის ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა. დაზიანებული ან დამწვარია ათასამდე სახლი. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ჩილეს პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა ხანძრის ჩასაქრობად ყველა საჭირო რესურსი იყოს ხელმისაწვდომი.

ცეცხლი ჩილეს ცენტრალურ, ვალპარაისოს რეგიონში მძვინვარებს.

ქვეყნის ეროვნული სატყეო უწყების ცნობით, დამწვარია 7 ათასამდე ჰექტარი. მეხანძრეები ხანძრის 158 კერას ებრძვიან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი