რონალდუს გარეშე „ალ-ნასრიმ“ მესის „ინტერ მაიამი“ 6:0 დაამარცხა

02 თებერვალი 2024, 11:54 568 ნახვა

ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ კრიშტიანო რონალდუს „ალ-ნასრის“ ამხანაგურად გაეჯიბრა და უშანსოდ - 0:6 დამარცხდა. პორტუგალიელს ტრავმის გამო არ უთამაშია, მესი კი მოედანზე მხოლოდ 83-წუთზე შევიდა. „ალ-ნასრიმ“ გოლების გატანა მესამე წუთიდან დაიწყო და მესის გუნდს ექვსი უპასუხო ბურთი გაუტანა. ამხანაგურ შეხვედრის პირველ ტაიმში თავი ოტავიომ, ანდერსონ ტალისკამ და ემერიკ ლაპორტამ გამოიჩინეს და ტაიმიც 3:0 დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში „ალ-ნასრიმ კიდევ სამი გოლი გაიტანა. ტალისკამ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა, ერთიც კი მოჰამედ მარანიც ანგარიშზეა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი