გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ ფეხბურთელია

02 თებერვალი 2024, 11:54 552 ნახვა

გიორგი ჩაკვეტაძე დღეიდან ინგლისური უოტფორდის ფეხბურთელია. 24 წლის ქართველი ფეხბურთელი ბელგიურ გენტს, რომელთანაც 2025 წლის ბოლომდე ჰქონდა ხელშეკრულება, აღარ ეკუთვნის. "მოხარულები ვართ, დავადასტუროთ - იჯარით მოთამაშე ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, უკვე უოტფორდის კუთვნილებაა. მაგარია გიორგი, რომ ჩვენთან ხარ", - წერია უოტფორდის ოფიციალურ საიტზე. გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდმა აგვისტოში ერთი სეზონით იჯარით აიყვანა გამოსყიდვის უფლებით, ბოლო ხანებში ქართველმა ლეგიონერმა ჩემპიონში გუნდის ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი. ამიტომაც უოტფორდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მისი ტრანსფერის განხორციელება. ინგლისელებმა გიორგის სანაცვლოდ გენტს 2.5 მილიონი ევრო გადაუხადეს. კონტრაქტის ხანგრძლივობა კი, სავარაუდოდ, 3 წელია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი