გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო

01 თებერვალი 2024, 12:46 371 ნახვა

გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ბერძნულ „პერისტერსს“ უმასპინძლა და მეტოქე 21 ქულით 89:68 დაამარცხა. „ტენერიფემ“ გამარჯვებულთა ჯგუფში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.

გიორგიმ პარკეტზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.

ტენერიფე“ ოთხი ქულით „ჰაპოელ იერუსალიმთან“ ერთად K ჯგუფის ლიდერია. შერმადინი ისრაელის კლუბს შვიდ თებერვალს სტუმრად შეხვდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი