ევროკავშირის სამიტის წინ ფერმერები ტრაქტორებით ბრიუსელში ჩავიდნენ

01 თებერვალი 2024, 10:44 386 ნახვა

ევროპარლამენტის წინ მოედანი ათობით ტრაქტორით გაივსო. სოფლის მეურნეობის სტანდარტებისა და უცხოური იმპორტის გამო უკმაყოფილო ფერმერები ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ  ბრიუსელში ჩავიდნენ. ფერმერები ყურადღების მიქცევას კოცონების დანთებითა და ტრაქტორის სიგნალებით ცდილობდნენ.

მომიტინგეებმა ასევე გადაკეტეს გზები. ბრიუსელში საპროტესტო აქციის მონაწილეებს ასევე შეუერთდებიან ფერმერები საფრანგეთიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან. ევროკავშირის ლიდერები ევროპარლამენტში უკრაინის დაფინანსების შესახებ საკითხზე სასაუბროდ იკრიბებიან.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი