იტალიამ უნგრეთი დაკავებული იტალიელი ქალის მოპყრობის გამო გააკრიტიკა. ბუდაპეშტის სასამართლო დარბაზში ულტრამემარჯვენე ბოევიკებზე ანტიფაშისტურ თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 39 წლის იტალიელი ილარია სარისი ხელ-ფეხ ბორკილებდადებული და წელზე ჯაჭვშემორტყმული შეიყვანეს.
პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, რომელიც უნგრელ კოლეგას ხუთშაბათს ევროკავშირის სამიტზე უნდა შეხვდეს, ტელეფონით ესაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით უნგრეთის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ავტონომიის სრული პატივისცემით, - აცხადებენ იტალიის პრემიერის ოფისში.
ილარია სარისს, რომელიც მილანის მახლობლად დაწყებითი სკოლის მასწავლებლად მუშაობს, ბრალად ედება გასული წლის თებერვალში ბუდაპეშტში ანტიფაშისტი აქტივისტების ჯგუფის მიერ ორ ულტრამემარჯვენე ბოევიკზე თავდასხმაში მონაწილეობა.