მსოფლიოს უმსხვილესმა საკრუიზო ლაინერმა პირველი მოგზაურობა დაიწყო. ამის შესახებ ბიბისი წერს. გამოცემის ინფორმაციით, გემმა მაიამის პორტიდან გაცურა, მისი დანიშნულების პუნქტი კი კარიბის ზღვის კუნძულებია. ლაინერის პირველი მოგზაურობა 7 დღეს გაგრძელდება. კომპანია „როიალ კარიბბენის“ გემის სიგრძე 365 მეტრია, სადაც 20 გემბანი, 2 ათასს 800 კაიუტა, 40 რესტორანი და 7 საცურაო აუზია განლაგებული. ლაინერს ბორტზე ერთდროულად 5600 მგზავრისა და ეკიპაჟის 2 350 წევრის მიღება შეუძლია. მისი მშენებლობა 2 მილიარდი დოლარი დაჯდა.