პაკისტანის სასამართლომ სახელმწიფო საიდუმლოების გაჟონვისთვის ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქმე ეხება ბრალდებებს იმის შესახებ, რომ პრემიერმა იმრან ხანმა გააზიარა საიდუმლო ტელეგრამის შინაარსი, რომელიც ვაშინგტონში ქვეყნის ელჩმა ისლამაბადის მთავრობას გაუგზავნა.
ყოფილი პრემიერის პარტიის განცხადებით, ხანსაც და ყურეშისაც 10 წლიანი პატიმრობა სპეციალურმა სასამართლომ შეუფარდა.
ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსნების პარტია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რომელსაც შეთითხნილ საქმეს უწოდებს.